აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

სხდომები

2015 წლის 25 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

 

25 ივნისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

2015 წლის 15 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განხილულ და მირებულ იქნა  ოთხი საკითხი, მათ შორის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ - აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“. 

ცვლილებების თანახმად, „საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 6 მარტის #422 განკარგულების შესაბამისად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავ დაწესებულებებში ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა 244 ათასი ლარის ოდენობით.

2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 24 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის მინისტრებმა წარადგინეს მოხსენება 2015 წლის 1 კვარტალში გაწეული სამუშაოების, სამომავლო პროექტებისა და გამოყენებული საბიუჯეტო თანხების შესახებ.

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა „აფხაზეთის ა/რ 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 3 თვის შესრულების შესახებ" ანგარიში წარადგინა, რომელშიც ასახულია 2015 წლის 3 თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლები, გადახდებისა და ნაშთის ცვლილებების მაჩვენებლები, ასევე მხარჯავი დაწესებულებების მიერ ბიუჯეტით ასახული პრიორიტეტებისა და საანგარიშო პერიოდში ამ პრიორიტეტების მისაღწევად განხორციელებული პროგრამებისა და შედეგები.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა სხდომის მსვლელობისას მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის ეგიდით, მოძრაობა „ვიზრუნოთ ერთმანეთზე საქართველოსთვის" ფარგლებში 2015 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებისთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარების შესახებ. მთავრობის წევრებს ინფორმაცია ომის მონაწილეთა ოჯახებთან ურთიერთობის საკითხებში აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მრჩეველმა რამინ ბულისკერიამ წარუდგინა.

ჰუმანიტარული დახმარება სულ 914 ოჯახს გაეწია, რაც წინა წლის იგივე აქციის მასშტაბებზე 241-ით მეტია. სააღდგომო აქციაში მოანწილეობას იღებდა 54 ორგანიზაცია, მათ შორის: აფხაზეთის ა/რ მთავრობა, მასში შემავალი 15 ორგანიზაცია და აფხაზეთის უმაღლესი საბჭო.

2015 წლის 10 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2015 წლის 10 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა ცვლილებები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ ,,აფხაზეთის" დებულება.

ასევე განხილულ იქნა სხვა საკითხები.

2015 წლის 6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

6 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. სხდომაზე განხილული და დამტკიცებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.

ასევე დამტკიცდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების 2015 წლის სამუშაო გეგმა.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების შესაბამისი სამსახურების მიერ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ წვევამდელთა 2014 წლის საშემოდგომო გაწვევის შედეგების შესახებ", სადაც აღინიშნა აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის ეფექტური საქმიანობა ამ მიმართულებით.

სხდომაზე განიხილეს და მიიღეს ღონისძიებათა გეგმა, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შორის ფეხბურთის განვითარებასა და მხარდაჭერას ეხება. ასევე დამტკიცდა დიმიტრი გულიას 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებათა გეგმა და სხვა აქტუალური საკითხები.

22 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 22 დეკემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი, რომელიც განსახილველად და დასამტკიცებლად გაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

როგორც მთავრობის სხდომაზე ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტში, გასული წლის ბიუჯეტის მსგავსად პრიორიტეტულ მიმართულებად დარჩება განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის სფერეოები.

2014 წლის 21 ნოემბერს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

 

21 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განხილულ იქნა საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე".

2014 წლის 17 ნოემბერს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

17 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის თანამდებობის შემოღების, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მცირერიცხოვანი, მობილური მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

2014 წლის 7 ნოემბერს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

7 ნოემბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა აფხაზეთის ა/რ მთავრობის აღმასრულებელ ხელისუფლებაში სტრუქტურული ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.

2014 წლის 23 ოქტომბერს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა

23 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციული სამმართველოს ახლად გარდაცვლილი მთავარი სპეციალისტის, ეთერ თოლორდავას ხსოვნისადმი წუთიერი დუმილით პატივის მიგებით დაიწყო.

განსახილველ საკითხთა შორის დღის წესრიგში შეტანილი იყო სამი საკითხი:

„ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ". მოხსენებით წარსდგა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განსახილველად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაეგზავნება.

დღის წესრიგის მეორე საკითხი იყო „აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს ზოგიერთი თანამდებობისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და თემატიკის შესახებ" - აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

მესამე საკითხი ეხებოდა აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ოპტიმიზაციას.

მთავრობის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ავტონომიური რესპუბლიკის ორი უწყების - რეგიონული მართვის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატისა და სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის გაუქმების პროექტს.

მოვალეობათა გამიჯვნის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მიზანშეწონილად ჩათვალა „რეგიონალური მართვის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის" და „სამოქალაქო თანხმობისა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის" ლიკვიდაცია. მათი ზოგიერთი ფუნქციების გადანაწილება მოხდება მომიჯნავე დაწესებულებებისათვის. მთავრობის შესაბამის სტრუქტურებს დევალათ გაატარონ კანონით დადგენილი ღონისძიებები აღნიშნული გადაწყვეტილების შესასრულებლად.

ზემოაღნიშნულ დადგენილებებს მთავრობის წევრებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი.

2014 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

2014 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო 19 წევრის შემადგენლობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.

სხდომაზე განიხილეს და დამტკიცდა საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო სამმართველოს ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის  შესახებ.

2014 წლის 18 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე გატანილი და მიღებულ იყო შემდეგი საკითხები: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ", „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე", „აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის დებულების დამტკიცების შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 25 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე".

მთავრობის სხდომაზე მოწონებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წინადადება რუსთავში ჩასახლებული  დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფის შექმნის თაობაზე. სამუშაო ჯგუფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი რეგიონალური მართვის საკითხებში კონსტანტინე კიჭუხიძე უხელმძღვანელებს, რომლის შემადგემლობაში იქნებიან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი შეხვედრებს გეგმავს თვითმართველობების ხელმძღვანელებთან, რათა მათთან შეთანხმებით ოპერატიულად და უფრო ეფექტურად იქნეს გადაჭრილი დევნილი მოსახლეობის პრობლემები.

2014 წლის 15 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

2014 წლის 15 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დღის წესრიგით, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო სამი საკითხი. მსჯელობის, განხილვისა და შეტანილი ცვლილებების შემდეგ მთავრობამ ზემოთაღნიშნული ორი საკითხები დაამტკიცა:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის #27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ;

2. „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ;

მე-3 საკითხის განხილვა გადაიდო.

2014 წლის 6 აგვისტოს აფხაზეთის მთავრობის მორიგი გაფართოებული სხდომა გაიმართა

2014 წლის 6 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის მინისტრები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განსახილველად გატანილი იყო რამდენიმე საკითხი.

1. დამტკიცდა ცვლილებები მთავრობის რეგლამენტში;

2. ასევე დამტკიცდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულება. დადგენილების პროექტი მომზადდა „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოსა და აფხაზეთის კანონების შესაბამისად და მისი მიზანია დეპარტამენტის სისტემის, სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებისა და ამოცანების ახლებურად ჩამოყალიბება. აღნიშნული დებულებით სამართლებრივად მოწესრიგდა საქმიანობის ის სფერო, რომელსაც დეპარტამენტი ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში ასრულებდა.

პროექტის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტი დებულებით გათვალისწინებულ ამოცანებსა და უფლებამოსილებებს დეპარტამენტის აპარატის საშუალებით განახორციელებს.

პროექტის თანახმად, მართვის ეფექტიანობის ასამაღლებლად დაკონკრეტდა და ახლებურად განისაზღვრა დეპარტამენტის თავმჯდომარისა და  აპარატის უფროსის უფლებამოსილებები.

მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ მოისმინა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული ფინანსური ანგარიშგების შესახებ.

როგორც სამინისტროს მომხსენებელმა აღნიშნა, აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რიგი შენიშვნები, სამინისტროს მიერ დღევანდელი მდგომარეობით გათვალისწინებული და გამოსწორებულია. ჯანდაცვის მინისტრმა ქეთევან ბაკარაძემ წარმოადგინა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საკუთარ უწყებაში არსებული ხარვეზების არსებობას დაეთანხმა, რომლის აღმოსაფხვრელად სამინისტრომ ქმედითი ზომები გაატარა. ამასთან, მინისტრი კატეგორიულად არ დაეთანხმა აუდიტის მიერ წარმოდგენილ ზოგიერთ დასკვნას, რომელთა გარშემოც განხილვა გაიმართა. საკითხის განხილვაში მონაწილეობდა მთავრობის სხდომაზე სპეციალურად მოწვეული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის  დროებითი შემსრულებელი დავით გვაძაბია, როგორც აფხაზეთის მთავრობის აუდიტის სამსახურის კურატორი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მხრიდან. მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის ჯანდაცვის მინსტრის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გადაეგზავნოს როგორც აფხაზეთის მონიტორინგის სამსახურს, ისე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

მთავრობის სხდომაზე ასევე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესუბლიკის ეკონომიკისა და ფინანსთა მინსიტრის ვასილ ხორავას ინფორმაცია.  საკითხი ეხებოდა მისსავე უწყებაში შიდა აუდიტის სამსაურის მიერ შპს „ავტოტრანსსერვისში" გამოვლენილ ნაკლოვანებებს. დაშვებული ხარვეზების გამო,  სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა შპს „ავტოტრანსსერვისის" დირექტორი, მისი მოადგილე და ბუღალტერი.

ასევე მოისმინეს ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამინისტროს მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სხვადასხვა სამინისტროებსა და დაწესებულებებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შესახებ. აღნიშნული უწყებების ხელმძღვანელთა განცხადებით, ხარვეზები გამოსწორებულია და მოყვანილია არსებულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. სამინისტროებმა მთავრობის ხელმძღვანელისგან მიიღეს დავალება, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდონ საბუღალტრო აღრიცხვის  თემას და გამოვლენილი ფაქტები საკუთარ კოლექტივებში  გააანალიზონ და მსჯელობის საგნად აქციონ.

სხდომაზე მთავრობამ ასევე მოისმინა ინფორმაცია თბილისში, სასტუმრო „ბახტრიონში" მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესახებ. როგორც აღინიშნა, აფხაზეთის მთავრობის წევრები თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ხელმძღვანელობით, რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ სასტუმროში მცხოვრებ დევნილებთან უკვე იმყოფებოდნენ, გაეცნენ იქ არსებულ პრობლემებს, რომელთა მოგვარების უზრუნველსაყოფად, როგორც მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პრობლემებს და შესაბამის ინფორმაციასა და მათი გადაჭრის გზებს მთავრობას მიაწვდის. როგორც აღინიშნა, მათგან ზოგიერთი საკითხი დაისმევა თბილისი მერიის, ზოგიც ცენტრალური სამინისტროებისა და მთავრობის წინაშე.

2014 წლის 22 ივლისს აფხაზეთის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

2014 წლის 22 ივლისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

დღის წესრიგით, აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე გატანილი იყო სამი საკითხი.

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი: „ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ";

2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე";

3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ".

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშით, 2014 წლის 6 თვის შემოსავლებმა რესპუბლიკურ ბიუჯეტში 8125 ლარი შეადგინა, რაც გეგმის 125,94%-ია. რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის საერთო შესრულებამ კი გეგმის 90,95% შეადგინა. სხდომაზე აგრეთვე განიხილეს რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ფინანსირებადი რამდენიმე პროექტი და მათი სამომავლო განვითარების პერსპექტივები.

საკმაოდ დიდი მსჯელობა მოჰყვა კანონპროექტს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ". მთავრობის წევრთა განსჯითა და გადაწყვეტილებით, აღნიშნულ კანონპროექტში ბევრი ცვლილება და დამატება შევიდა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიმართ, რომელთა საქმიანობაშიც გარკვეული ცვლილებები იგეგმება. ასევე განათლებისა და კულტურის სამინისტროში შეიქმნა „აფხაზეთის კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახური".

ხანგრძლივი მსჯელობის, განხილვისა და შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მთავრობამ სამივე საკითხი დაამტკიცა.

კულტურის სამინისტროს ახალი დებულება ვრცლად განმარტა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ.

„არაერთხელ მითქვამს და კიდევ მინდა გავიმეორო, როცა ამ თანამდებობაზე დავინიშნე, მაშინვე განვაცხადე, რომ რომ ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება იქნება განათლება, კულტურა, სპორტი. მეამაყება, რომ აფხაზეთში შეძენილი და დამკვიდრებული საუკეთესო ტრადიციები გრძელდება. გაჭირვებაში გამოზრდილი ახაგაზრდობა ფრთებს შლის და თავის ჰორიზონტს იფართოებს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს კულტურის ყველა დარგში, სპორტის მრავალ სახეობაში, საგანმანათლებლო სფეროში. საგანგებოდ მინდა აღვნიშნო გამორჩეული ახალგაზრდა მათემატიკოსის ბრწყინვალე გამარჯვება. სულ ახალახანს საქართველოს მათემატიკოსთა გუნდის ერთ-ერთმა წევრმა, აფხაზეთიდან დევნილმა ახალგაზრდამ ზაურ მეშველიანმა კეიპტაუნში 55-ე მსოფლიო მათემატიკურ ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა. ჩვენი ყმაწვილები კარგა ხანია სპორტულ საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობენ და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. ჩვენმა ახალგაზრდა მხატვრებმა ახალახან გამართულ სამხატვრო გამოფენებზე ხომ საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. აღარაფერს ვამბობ ფოლკლორული ხელოვნების, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების, სამუსიკო ხელოვნების, ჩვენის თეატრების და კაპელის და სხვათა წარმატებებზე. მაგრამ მხოლოდ შექებით ვერაფერს გავხდებით. მათ სჭირდებათ ჩვენგან კონკრეტული დახმარება. საჭიროა მათი საქმიანობის პოპულარიზაცია ჩვენში და უცხოეთში, მხატვრებისთვის გამოფენების, ანსამბლებისთვის კონცერტების მოწყობა, სპორტსმენებისთვის საერთაშორისო ასპარეზობებში ჩართვა. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. ამას კი დიდი ძალისხმევა სჭირდება. მხარდაჭერა ფინანსური, მორალური და თუ გნებავთ, ფიზიკურიც. საჭიროა მხარში ამოდგომა, გამხნევება, თანადგომა, პირობების შექმნა.

რა თქმა უნდა, ეს განწყობა ბუნებრივად იწვევს განათლებისა და კულტურის სამინისტროს სტრუქტურების დახვეწის აუცილებლობას, ახალი მიმართულებების ჩამოყალიბებას. ეს უწინარესად ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენი სკოლებისადმი დამოკიდებულების სრულყოფას, მეტი სიცხადის შეტანას ამ საკითხში.

ასეთი განახლების პირობებში, როდესაც ძალიან მნიუშვნელოვან რეფორმებს ვახორციელებთ, რა თქმა უნდა, მთავარია ნაბან წყალს ბავშვი არ გადავაყოლოთ. მხედველობაში მაქვს კადრების შერჩევა და საუკეთესო კადრების მოზიდვა. ჩვენ კარგი მასწავლებლები გვყავს, დიდ გამოცდილების მქონე პედაგოგები ენგურს გაღმაც და გამოღმაც. ყველგან, სადაც ჩვენი იურისდიქცია ვრცელდება. ამიტომ აქ ძალიან სერიოზული, ფაქიზი მუშაობის ჩატარება მოგვიწევს. დღევანდელმა მთავრობის სხდომამ ძალიან ბევრი შეკითხვები დაბადა. შეკითხვები ძირითადად საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან მიმართებაში იბადება, განათლების, კულტურის სფეროში მომუშავე ამ სუბიექტებისადმი. სხვადასხვა წინადადებები გამოითქვა, ზოგი სამომავლოდ გადავდეთ, ზოგიერთი საკითხი დღესვე გადავწყვიტეთ. მაგრამ ცხადია, რომ ყველა შემთხვევაში განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დღევანდელი განხილვა საბოლოო ვარიანტად ვერ ჩაითვლება. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში, დებულებისთვის საბოლოო სახის მისაცემად, განათლებისა და კულტურის სამინისტრო შესაბამის დეპარტამენტთან ერთად უფრო დახვეწილ, სრულყოფილ დებულებას წარმოადგენს. ამ პერიოდისთვის ვფიქრობ, განათლების სამინისტროში ჩატარდება სტრუქტურული რეორგანიზაციაც, რომელსაც ბუნებრივია მოყვება საატესტაციო კითხვარების მომზადება, ახალი თანამშრომლების აყვანა, მათთვის ატესტაციის ჩატარება და მრავალი სხვა რამ.

დღევანდელი დებულებით, რეალურად არსებულ სიტუაციასა და მის სამართლებრივ მდგომარეობასთან სსიპ-ებთან მიმართებაში აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ბევრი შეუსაბამობაა. რა თქმა უნდა, ეს წლების განმავლობაში არასწორი მიდგომის შედეგია. ბევრი სტრუქტურა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობა აფინანსებს ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან მთავარი არ ახლავს, შესაბამისი სამრთლებრივი დასაბუთება. ამიტომ, იუსტიციის დეპარტამენტი, განათლებისა და კულტურის სამინისტრო და ჩვენი აპარატი გააგრძელებენ მუშაობას, რომ საბოლოოდ მოხდეს კულტურის სამინისტროს სტრუქტურების სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა", - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.