აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მთავრობის თავმჯდომარე - კომენტარები

2016-08-14
ვახტანგ ყოლბაია რუხიდან ქართველების გატაცების ფაქტს მიუღებლად აფასებს

სოფელ რუხიდან ქართველების გატაცების ფაქტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია მიუღებლად აფასებს.

„მდინარეზე სათევზაოდ ჩასული პიროვნებების დაკავება მოგონილი საბაბით ამორალური საქციელია. ამ საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ და ჩართულები არიან შესაბამისი სტრუქტურები. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს არის გაუგებრობა და დაკავებულ მოქალქეებს უახლოეს დღეებში გაანთავისუფლებენ“- აცხადებს ვახტანგ ყოლბაია.