აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
2021 წლის 16 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე 2021 წლის იანვრის თვეში მომხდარი სტიქიის - ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს.

სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2021 წლის 17 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.

მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტები. ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2021 წლის 5 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.

ასევე განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

2021 წლის 21 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრებმა მთავრობის წევრებს ოკუპირებულ გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალისა და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.

2020 წლის 30 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

2020 წლის 30 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში, ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“.

2020 წლის 15 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების მიერ მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასევე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.

2020 წლის 3 სექტემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერის ღონისძიებათა შესახებ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.
2020 წლის 21 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის შედეგების შესახებ. ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

2020 წლის 24 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული 2019 წელს ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. აუდიტის  სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების უზრუნველსაყოფად სამინისტროებს შესაბამისი ზომების მიღება დაევალათ.

2020 წლის 9 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე, მთავრობის წევრებმა ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

2020 წლის 30 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 3 თვის შედეგების შესახებ. ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე საკითხები.

2020 წლის 27 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა, განათლებისა და კულტურის და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ასევე, განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „ა(ა)იპ აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის შექმნის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

2020 წლის 11 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ“.

2020 წლის 29 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.