თანადაფინანსების გზით სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ახორციელებს მიზნობრივი ქვეპროგრამის - „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერა“ - შესაბამისი ნაწილის იმპლემენტაციას. თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა 2.500 ლარს შეადგენს.
- ქვეპროგრამის აღნიშნულ ნაწილში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც გახდნენ სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარები.
- ინფორმაცია თანადაფინანსების პირობების, ეტაპებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY
- განაცხადის მიღება თანდართული აუცილებელი დოკუმენტაციით ხორციელდება მატერიალური ფორმით 2023 წლის 9 მარტიდან 2023 წლის 9 აპრილამდე მისამართზე:
ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“
საკონტაქტო პირები: მერაბ ჩაკვეტაძე - 599950991; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461.