სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (საერთო ჯამში, მაქსიმუმ 7.000 ლარის და არა უმეტეს 3 ერთეულის).
- ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან დევნილ ფიზიკურ და/ან იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ და სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, და მას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება
- ინფორმაცია კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ქვეპროგრამის დებულებაში ლინკზე: abkhazia.gov.ge/saministro/MINISTRY-OF-FINANCE-AND-ECONOMY
- განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2023 წლის 20 მარტის 12:00 საათიდან 2023 წლის 20 აპრილის 17:00 საათამდე,მისამართზე ქ.თბილისი თამარაშვილის ქუჩა N15ა,სსიპ ,,ეკონომიკური პროგრამების სააგენტო"ან ელ. ფოსტაზე Saagento.ek@gmail.com
- საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 591931532; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463