აფხაზეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო ღონისძიება ,,ენდემური და მარადმწვანე კულტურების როლი და მნიშვნელობა ეკოსისტემის გაჯანსაღების საქმიანობაში" ჩატარდა.
„ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მოადგილესთან გიორგი ჯინჭარაძესთან, ,,ეკონომიკის პროგრამების სააგენტოს" უფროსთან ვასილ ბაბუნაშვილთან და მის მოადგილე, ვახტანგ ჯგუბურიასთან ერთად დაესწრო.
კრწანისში, სადაც შეხვედრა ჩატარდა, სააგენტოს მიერ კოლხური ბზის, კიპარისის და ტუაიას მინი-სასათბურე მეურნეობა გაშენდა.
ღონისძიების ფარგლებში, დარგის სპეციალისტებმა ისაუბრეს მარადმწვანე კულტურების მნიშვნელობაზე და მოსწავლეებს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია.