აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ აცხადებს კონკურსს და განაცხადების მიღებას ქვეპროგრამის - „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების“ - ფარგლებში, რომლის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანი წინადადებებისა და ბიზნეს-პროექტების მხარდაჭერა, შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური აქტივებით უზრუნველყოფის გზით (მაქსიმუმ სამი ერთეული/აქტივი ჯამური/კრებსითი ღირებულებით არა უმეტესი 7.000 ლარისა).
- ქვეპროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია:
- აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს/იურიდიულ პირს (მათ შორის: ინდმეწარმე; შპს; სააქციო საზოგადოება და ა.შ.), რომელიც ახორციელებს ეკონომიკურ-სამეწარმეო საქმიანობას და გააჩნია ამის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამასთან მას არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება.
- ინფორმაცია კონკურსის პირობების, კრიტერიუმებისა და შესავსები განაცხადის ფორმის შესახებ იხილეთ ქვეპროგრამის დებულებაში ლინკზე
- განაცხადების მიღება ელექტრონული ან მატერიალური ფორმით ხორციელდება 2024 წლის 19 მარტის 12:00 საათიდან 2024 წლის 30 აპრილის 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“ ან ელ. ფოსტაზე - lepl.applications@gmail.com
- საკონტაქტო პირები: ჯანო ქირთბაია - 599467770; ნიკა ჯანგირაშვილი - 591931461; თეა კვარაცხელია - 591931463