მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გუანჯოუში შეხვედრები გამართეს

ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის  მთავრობის  წარმომადგენლები  ქალაქ გუანჯოუს მთავრობის წევრებს და  მეწარმეთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ.

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამეწარმეო გამოფენას “Canton fair 2024” დაესწრნენ.

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ ქართულ დელეგაციას ქალაქ გუანჯოუს მუნიციპალიტეტისა და მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს და გამოფენაზე წარმოდგენილი სამეწარმეო კომპანიები გააცნეს.

გამოფენას აფხაზეთის მთავრობის თავმდჯომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, სამინისტროს  სისტემაში შემავალი "სსიპ ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს " ხელმძღვანელი ვასილ ბაბუნაშვილი და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გოგიტა თედორაძე ესწრებოდნენ.

"Canton Fair" არის ყველაზე დიდი სავაჭრო გამოფენა ჩინეთში, რომელიც ტარდება წელიწადში ორჯერ.

ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა არის მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ინდუსტრიის მწარმოებლებისა და მომწოდებლებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია.