მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილ ოჯახებს საახალწლო ნობათები გადაეცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის გადაწყვეტილებით, აფხაზეთიდან დროებით დევნილ 1500-მდე პირს საახალწლო ნობათი გადაეცა.
 
 
ინიციატივის ფარგლებში, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ აბაშაში, ხობსა და სენაკში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახებს სადღესასწაულო ნობათები გადასცა.
 
„საახალწლო ნობათების გადაცემა აფხაზეთიდან დროებით დევნილი ოჯახებისთვის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა. ჩვენი მიზანია, თითოეული დევნილი ოჯახის მხარდაჭერა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება“, - განაცხადა ლაშა დოლბაძე.
 
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა მრავალშვილიანმა, სოციალურად დაუცველმა, ომის ვეტერანმა და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა მიიღეს.