მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
ლაშა დოლბაძემ მთავრობის სხდომაზე "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ლაშა დოლბაძემ, 2024 წლის 23 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე “აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი წარადგინა.
 
მინისტრმა ასევე, "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2019 წლის 30 აგვისტოს №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტის შესახებ ანგარიში წარადგინა.
 
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 2025 წლის გეგმები განიხილეს.
 
ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება.
 
დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.