ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-3 საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა.
„დღევანდელი დღე მინდა განსაკუთრებით პირველკლასელებს მოგილოცოთ. ეს არის თქვენი პირველი ნაბიჯები დიდი გზის დასაწყისში და გისურვებთ, რომ ეს გზა წარმატებით გაიაროთ, რადგან განათლება არის ის საფუძველი, რომელიც როგორც თითოეული თქვენგანის, ისე ჩვენი ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს” – აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.