მთავარი/სამინისტრო/ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო/მთავარი/ახალი ამბები
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო
აფხაზეთის საგუნდო კაპელამ თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა აფხაზეთის საგუნდო კაპელამ თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა

დღეს ივენთ ჰოლში "ქარვასლა" ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად უკვდავი ქართული სიმღერები შესრულდა. კონცერტი საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა და აფხაზეთის საგუნდო კაპელასთან ერთად ცნობილი ქართველი მომღერლები ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი მონაწილეობდნენ.ფესტივალზე საქართველოში არსებულ პროფესიულ და ბავშვთა გუნდებთან ერთად უცხოეთის გუნდებიც მონაწილეობენ. წელს ფესტივალი 28 პროფესიულ გუდს მასპინძლობს. ფესტივალის მიზანია ქართული საგუნდო საშემსრულებლო ტრადაციების შენარჩუნება, განვითარება და პოპულარიზაცია, შემოქმედებითი ურთიერთობების დამყარება უცხოეთის საგუნდო კოლექტივებთან და მათი შემოქმედების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის.ფესტივალი 2018 წლის 16 აპრილს დაიწყო და საზეიმო დახურვა 12 მაისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.ფესტივალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.