თბილისში მშენებარე ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარში 1992 წლის ოქტომბერს გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს.პანაშვიდს დაესწრნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსი ოთარ გარმელია, დევნილთა დეპარტამენტის თავმჯდომარე კონსტანტინე კუჭუხიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი მურმან ფარფალია, აფხაზეთის სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ამირან დოლიძე და აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოება ამავე დღეს აფხაზეთის ხელისუფლებამ გაგრის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
გაგრაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს საქართველოს რეგიონებში. დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აღევლინა.