2019 წლის 25 თებერვალს აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა მორიგი სამუშაო თათბირი. მინისტრმა მურმან ფარფალიამ მოისმინა სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისაგან ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ მომზადებული აფხაზეთის ა/რ 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გასულ კვირას გაიგზავნა აფხაზეთის ა/რ მთავრობაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში და საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აუდიტის დეპარტამენტში. ასევე აღნიშნა, რომ ა/წლის მარტის თვეში იგეგმება აფხაზეთის ა/რ 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებები სოციალური პროექტის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე. მინისტრმა ისაუბრა სხვა მიმდინარე საკითხებზე.