მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ -ის (People In Need - PIN) მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, თემაზე - „პროექტის დიზაინი და დონორებთან ურთიერთობა“.
ტრენინგ-კურსზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება თანამშრომლებს დაეხმარებათ უფრო აქტიურად იმუშაონ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით და წარმატებით გაართვან თავი ფონდების მოძიებასა და დონორებთან ურთიერთობას, შემდგომში დევნილი მეწარმეების მხარდასაჭერად.