მიმდინარე წლის 16 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით, აფხაზეთის ა/რ მთავრობის სისტემის თანამშრომლებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემიის მიერ ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული ანგარიშგება“ტრენინგის მიზანი იყო მსმენელების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, უტყუარი და ზუსტი ფინანსური ანგარიშგების შესადგენად. კურსის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:
- ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება;
- ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადება;
- საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და სამუშაო ანგარიშთა გეგმის სტრუქტურა, ნაერთი (კონსოლიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მიზნებისთვის;
- ბიუჯეტის შესრულების და ბუღალტრული ანგარიშგების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული ანგარიშგების ანალიზი და შეფასების კრიტერიუმები.