აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროში ჩატარდა კონსოლიდირებული და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგების წესის პროექტის განხილვა, რომელსაც სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. განხილულ იქნა შესაბამისი მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით და აღინიშნა წესის მიღების აუცილებლობა.
წარმოდგენილი ბრძანების პროექტის მიღება ხელს შეუწყობს რესპუბლიკური ნაერთი (კონსოლიდირებული) და ინდივიდუალური ბუღალტრული ანგარიშგებების საიმედოობისა და შესადარისობის გაუმჯობესებას, შესაძლებელს გახდის ბუღალტრული აღრიცხვის სათანადოდ წარმოებას და შესაბამისი რესპუბლიკური ნაერთი (კონსილიდირებული) ბუღალტრული ანგარიშგების მომზადებას.