დავით ფაცაციამ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

 

დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილესთან - გურამ მისაბიშვილთან, ქ. ზუგდიდის მერთან - მამუკა წოწერიასთან, მის მოადგილესთან - მაიზერ ნანავასთან, ქ. ფოთის მერის პირველ მოადგილესთან - დავით კვიციანთან, ქ. ფოთის მერის მოადგილესთან - მამუკა პაპასკირთან და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელთან - კოტე ბასარიასთან ერთად, ზუგდიდისა და ფოთის მუნიციპალიტეტების დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ფაცაციამ ისაუბრა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელშეწყობით და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებზე, პროექტებზე, მათ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.

სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს დევნილთა საჭიროებები და მათი მოგვარების გზები დასახეს.

დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების მიზნით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.