2023-03-14 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილ ქალბატონებს ჩაჩავას კლინიკაში სამედიცინო გასინჯვები ჩაუტარდათ
ქალთა კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებითა და ჩაჩავას კლინიკის მხარდაჭერით აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ ქალბატონებს მაღალკვალიფიციურ ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები ჩაუტარდათ.
კონსულტაციის შედეგად დამატებითი კვლევებისთვის აქციაში მონაწილე ქალბატონები ჩაერთნენ სამინისტროში მოქმედ “ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის” პროგრამაში, რომლის ფარგლებში ისინი მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
გინეკოლოგის კონსულტაცია;
პაპ ტესტი;
ნაცხის მიკროსკოპიული გამოკვლევა;
რეპროდუქტოლოგის კონსულტაცია;
მამოლოგის კონსულტაცია;
გინეკოლოგიური ექოსკოპია;
ორივე სარძევე ჯირკვლის ექოსკოპია;
კოლპოსკოპია;
პროლაქტინის განსაზღვრა სისხლში;
HPV ტესტი;
აქციის ფარგლებში ქალბატონებს დამატებით შპს “ტკბილი ქვეყნის” ხელშეწყობით სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. 2023 წელს სამინისტრო პილოტურ რეჟიმში ახორციელებს “ბავშვთა და ქალთა პერსონალიზებული ჯანმრთელობის ხელშეწყობის” პროგრამას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან სამედიცინო მომსახურებებს. აღნიშნულით შეუძლია ისარგებლოს აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილმა პირმა სრული დაფინანსებით.