2023-03-17 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელიამ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
შესაბამის დოკუმენტს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას, აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვასა და პოპულარიზაციას.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე, მინისტრმა და ასოციაციის თავმჯდომარემ აფხაზეთის სახელობის დარბაზი გახსნეს, სადაც სამედიაციო პროცესები გაიმართება.