დავით ფაცაცია გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრის მონაწილეებმა, გლდანის რაიონის დევნილთა განსახლების ადგილებში არსებული მდგომარეობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებების შესახებ ისაუბრეს.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წარმომადგენლებისგან მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, დევნილთა განსახლების ადგილებში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, გლდანის რაიონის გამგეობისა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით ეტაპობრივად მიმდინარეობს, რომლის მიზანია ადგილობრივი ხელისუფლებისა და დევნილი მოსახლეობის ჩართულობით, იძულებით გადაადგილებულ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.