აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

მინისტრის აპარატსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა დავით სიმონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
 
მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, რუხის საკონსულტაციო ცენტრის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, ასევე, სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების უფლების რეალიზაციის მიმართულებით ახალგაზრდებისა და სტუდენტების მხარდაჭერა.
 
იურიდიული დახმარებისა და უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვანია, როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის.