აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია საქართველოში ამერიკის საელჩოსა და მისი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას, რომლის ინიციატორიც ამერიკის საელჩო იყო, ესწრებოდნენ: სპეციალური სტუმარი ვაშინგტონიდან, ევროპის ფინანსური დახმარების კოორდინატორი მარია ლონგი, ამერიკის საელჩოს პროექტების ხელმძღვანელი თამარ ხერგიანი, PH-international-ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბერდია ნაცვლიშვილი, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და პროექტების ხელმძღვანელი გიორგი ორკოდაშვილი.
შეხვედრაზე საქართველოში ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტები - ონლაინ სკოლა, დისტანციური სწავლება , ინგლისური ენის კურსები დევნილი სტუდენტებისათვის და სხვ. - განიხილეს. მათი შედეგების გაანალიზებისა და შეჯამების შემდეგ კი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ამერიკის საელჩო საქართველოში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საიმედო პარტნიორი და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების ფინანსური მხარდამჭერია.