აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და სსიპ ქალაქ თბილისის 161-ე საჯარო სკოლის დირექტორმა თორნიკე გვენეტაძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდებს, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს, განათლების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების პროცესში, ხელს შეუწყობს მათ განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

მემორანდუმის გაფორმებას სამინისტროსა და თბილისის 161-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.