აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, შპს,,შანი" საოჯახო მედიცინის ცენტრში, აბაშაში მცხოვრებ აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ღონისძიების ფარგლებში, აფხაზეთიდან დევნილ 100-ზე მეტ პირს მაღალკვალიფიციური ექიმი სპეციალისტების 300-მდე კონსულტაცია და სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაუტარდათ. ასევე, დევნილ ბენეფიციარებს დანიშნულებისამებრ ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცათ.