აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთის სპორტულ საზოგადოებასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვ. არქანიას არტგალერეაში აფხაზეთის სპორტული ფედერაციებისა და კლუბების, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ხელმძღვანელებთან, აფხაზეთის დამსახურებულ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ფედერაციების და კლუბების წარმომადგენლებმა საკუთარ საქმიანობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, შესაბამისი ინვენტარის საჭიროებაზე და საერთაშორისო ასპარეზობებში მონაწილეობისთვის დაფინანსების მოპოვებაზე.

„ეს იყო ინფორმაციული ხასიათის, ძალიან სასარგებლო შეხვედრა, რომელიც მომავალში ინდივიდუალურად გაგრძელდება. ჩვენ ერთად შევეცდებით, გამოვნახოთ გზები და შესაძლებლობები, სპორტის შემდგომი განვითარებისთვის, იმისთვის თუ როგორ დავეხმაროთ აფხაზეთის სპორტსმენებს კიდევ უკეთესი შედეგების მიღწევაში“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.