გიორგი ძიგუა - დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები არის განგრძობადი, სისტემური პროცესი, რომელიც მოიცავს მრავალ მიმართულებას

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი გიორგი ძიგუა, დაბა კოჯორში, კვინიტაძის 2-ში მდებარე დევნილთა განსახლების ლოკაციაზე მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.
 
შეხვედრის ფარგლებში, განიხილეს დროებით დევნილი მოსახლეობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები.
 
„აფხაზეთის მთავრობის წევრები ვაგრძელებთ აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრებს, სადაც ვეცნობით მათ პრობლემებს და ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვცდილობთ პრობლემების გადაჭრას. დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები არის სისტემური, უწყვეტი პროცესი, რომელიც მრავალ მიმართულებას მოიცავს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვიმყოფებით მოსახლეობასთან აფხაზეთის მთავრობის ცხელი ხაზის - 143 და ონლაინ პორტალის საშუალებით, რაც დროებით დევნილ მოსახლეობას ინფორმაციის ოპერატიულად მიღების საშუალებას და აფხაზეთის მთავრობის პროგრამებში აქტიური ჩართულობის შესაძლებლობას აძლევს“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.
 
შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი ძიგუამ, დროებით დევნილ მოსახლეობას იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში მინისტრის აპარატის 2025 წლის მიზნები და გეგმები გააცნო.
 
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის დავალებით, გრძელდება აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრები, შეხვედრების მიზანია - დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესწავლა და დროული რეაგირება.