იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ №5 პენიტენციურ დაწესებულებაში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მსჯავრდებულებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრს გიორგი ძიგუას №5 დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა, რომელიც მსჯავრდებულთა დასაქმების, რესოციალიზაციისა და სახელმწიფო სერვისებზე წვდომის სივრცეებს მოიცავს.
შეხვედრას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველი მოადგილე და აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.