წყნეთში, აფხაზეთის N14-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე, დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე სახურავი და წყალსაწრეტი მილები განახლდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შუამდგომლობით და ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში, წყნეთში, აფხაზეთის N14-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტზე, დაახლოებით, 600 კვ.მ ფართობზე სახურავი და წყალსაწრეტი მილები განახლდა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბულისკერია, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე გაეცნენ და აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ მოქალაქეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ხვდებიან, მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ასევე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობითა და აქტიური მონაწილეობით ინფრასტრუქტურული თუ სხვას სახის პროექტები ხორციელდება.