2025-03-18 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ინიციატივითა და აფხაზეთის მთავრობისა და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, აფხაზეთიდან დროებით დევნილი 50 მოზარდი რუსთავის სპორტის სასახლეში, პროფესიონალი მოკრივეების მონაწილეობით გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ბრძოლებს დაესწრო.
ტურნირი საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა და მასში 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა გურული და ქართული კრივის სხვა ვარსკვლავები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ანეტა კიტია, აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.