აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი “აზდაკის ბაღის” სამხატვრო ხელმძღვანელს და თეატრის დასის წევრებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილთან ერთად, ვალერი არქანიას სახელობის საგამოფენო დარბაზში “აზდაკის ბაღის” სამხატვრო ხელმძღვანელს, რეჟისორ ბაჩო გაბრუაშვილს და თეატრის დასის წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე მთავრობის წევრებმა, თეატრის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის და მთავრობის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში ინტეგრირებულ თეატრ "აზდაკის ბაღს" სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭება.

თეატრი რამდენიმე დღეში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს, რაც ამ გადაწყვეტილებას კიდევ უფრო სიმბოლურს ხდის.

ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” 2015 წელს დაარსდა და მისი დასი 20-მდე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირს აერთიანებს.