ბექა ღვაჩლიანი დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის ჩვენებას დაესწრო

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „აფხაზეთი მე ვარ“ მე-6 ნაწილის კინოჩვენება, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დაესწრო.

დოკუმენტურ ფილმში ასახულია აფხაზეთის ომის დროს პროფესიონალი ექიმების საქმიანობის რეალური ისტორიები. წარმოდგენილია მათი მძიმე მოგონებები, ომის ტრაგიკული ეპიზოდები და გადარჩენილი მეომრების ისტორიები.

ჩვენება პროექტის „თაობა 21 – საქართველო“-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომლის მიზანია ომის მონაწილე ექიმების ღვაწლის წარმოჩენა, საქმიანობის დაფასება და მათი ისტორიების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა.

ღონისძიებას ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ირაკლი ნატროშვილი, ექიმები, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.