2025-06-01   |   
                                                                                                                
                                                   განათლებისა და კულტურის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
                                                    
                                                    
მემორანდუმი აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.
დოკუმენტს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრმა ბექა ღვაჩლიანმა და მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი გაფორმდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარის ფარგლებში, რომელსაც მინისტრი ბექა ღვაჩლიანი დაესწრო. სემინარის მიზანი დროებით დევნილ ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისა და ეთნოკულტურული ისტორიის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობა სსიპ აფხაზეთის №5 და სსიპ აფხაზეთის ჟიული შარტავას სახელობის №6 საჯარო სკოლების 40-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.
პროექტი "საგანმანათლებლო-შემეცნებითი სემინარები“ მიმდინარე წელს ასევე სხვადასხვა რეგიონში ჩატარდება.
ღონისძიებას აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის უფროსი ნონა ქარაია, სსიპ აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია თევდორაძე, სკოლების პედაგოგები, სამინისტროს წარმომადგენლები და მუზეუმის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            








