2025-05-26 |
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აფხაზეთიდან დევნილებს ჩაფიძის გულის ცენტრში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩაფიძის გულის ცენტრში დროებით დევნილ პირებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოთ ქრონიკული სისხლის მიმოქცევის დაავადების მქონე პაციენტებს, რომლებმაც კლინიკაში სრული კარდიოლოგიური მომსახურება მიიღეს.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე სამინისტროს ორგანიზებით აფხაზეთიდან დროებით დევნილი ბენეფიციარებისთვის მსგავსი აქციები აქტიურად გაგრძელდება.