იწყება რეგისტრაცია უფასო STEM განათლების სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამაზე!
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტო აცხადებს მიღებას STEM - განათლების სისტემაზე დაფუძნებულ 3 თვიან უფასო პროგრამაზე.
პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოსა და STEM ინოვატორთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით.პროექტის ფარგლებში, შესაბამისი სპეციალისტების მიერ წინასწარ გაწერილი კურიკულუმის საფუძველზე მოხდება ახალგაზრდების გადამზადება STEM - განათლების სისტემაზე დაფუძნებულ პროგრამაზე.
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თანამედროვე ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მათემატიკით, მეცნიერებით და სურვილი აქვთ გაეცნონ სფეროში არსებულ შესაძლებლობებს.
მონაწილეთა შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძველზე.
სწავლების დაწყების სავარაუდო თარიღი 22 ივნისი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 16 ივნისი.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: http://bit.ly/3ZLeatr