2025-10-19 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ბექა ღვაჩლიანი ფორუმ "შეეხე ისტორიას" დახურვით ღონისძიებას დაესწრო
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ფორუმი „შეეხე ისტორიას“ გაიმართა, რომელშიც აფხაზეთის საჯარო სკოლების 80-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებს სიტყვით მიმართა, მსგავს ღონისძიებებში ახალგაზრდების ჩართულობაზე და კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-გაფრთხილების აუცილებლობაზე ისაუბრა.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში ფოტოკონკურს “ამბის გზავნილი”-ს გამარჯვებულები და ფორუმის მონაწილეები მინისტრმა სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
ფორუმის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილმაახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თეორიული სწავლებებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ, შეასრულეს სიმულაციური დავალებები. რომელიც წარმოსახვითი არქეოლოგიური ობიექტებისა და მოძრავი ძეგლების საგანგებო დაცვასა და ევაკუაციას მოიცავდა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამსახურის უფროსი, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლები, სამინისტროს თანამშრომლები და აფხაზეთის საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.