2025-10-21   |   
                                                                                                                
                                                   განათლებისა და კულტურის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        ბექა ღვაჩლიანი სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო
                                                    
                                                    
ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში სვეტლანა ქეცბას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის „საქართველო აფხაზეთიდან იწყება“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და სვეტლანას მრავალწლიანი მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა. სვეტლანა ქეცბა ასევე გაიხსენეს მისმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა.
ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე „საქართველო აფხაზეთიდან იწყება“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც გადმოცემულია სვეტლანა ქეცბას ცხოვრება და მოღვაწეობა და მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოგონებები.
ღონისძებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი, თბილისის წმ.ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორი, სვეტლანას ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.
წარმოშობით აფხაზი, სვეტლანა ქეცბა 1933 წელს დაიბადა სოხუმში, განათლება მიიღო სოხუმის მუსიკალურ სასწავლებელში. მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აფხაზეთის სტრუქტრუებში, კერძოდ 1992–2004წწ. აფხაზეთის ასსრ კულტურის მინისტრი, 2004–2006წწ. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და 2006-2017 წლებში "აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის" დამაარსებელი და თავმჯდომარე. მინიჭებული აქვს წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და ღირსების ორდენი.გარდაიცვალა 2017 წელს.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            







