2025-10-26   |   
                                                                                                                
                                                   განათლებისა და კულტურის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი მწერალ გურამ ოდიშარიასთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა
                                                    
                                                    
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულუტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან და მწერალ გურამ ოდიშარიასთან ერთად, აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოზარდებს შეხვდა.
თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის საკვირაო სკოლაში გამართულ შეხვედრაზე გურამ ოდიშარია აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს წიგნიერებასა და შემოქმედებით აზროვნებაზე გაესაუბრა.
შეხვედრის ფარგლებში, მწერალმა გაიხსენა აფხაზეთი, ისაუბრა მოგონებებზე საკუთარი და მეგობრების ცხოვრებიდან.
შეხვედრის დასასრულს გურამ ოდიშარიამ ახალგაზრდებს, მისივე ხელმოწერით, საავტორო წიგნი, „სალამია“ გადასცა.
აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებთან შეხვედრას თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ჯანაშია ესწრებოდა.
ღონისძიება აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, რომლის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე ცნობიერების ამაღლება და აფხაზეთიდან დროებით დევნილი ახალგაზრდების საზოგადოებაში სწორი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            






