2025-10-27   |   
                                                                                                                
                                                   განათლებისა და კულტურის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებულ გაკვეთილს დაესწრო.
                                                    
                                                    
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, აფხაზური ენის დღესთან დაკავშირებით სენაკში, თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის №7 საჯარო სკოლაში აფხაზური ენის ინტეგრირებულ გაკვეთილს დაესწრო.
მთავრობის თავმჯდომარემ პედაგოგებსა და მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმისთვის, რასაც ისინი აფხაზური ენის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის მიმართულებით აკეთებენ.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზური ენის მასწავლებლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა და პედაგოგიურ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
აფხაზური ენის დღე საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება, რომლის მიზანს აფხაზური ენისა და კულტურის დაცვა, მისი განვითარება და ახალგაზრდა თაობებში პოპულარიზაცია წარმოადგენს.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            








