2025-10-28   |   
                                                                                                                
                                                   განათლებისა და კულტურის სამინისტრო
                                               
                                                                                                           
                                                    
                                                    
                                                        ბექა ღვაჩლიანი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს დახვდა
                                                    
                                                    
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულებს დახვდა.
მინისტრმა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეული შედეგები მიულოცა და სამომავლო წარმატება უსურვა.
მაგიდის ჩოგბურთში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებიდან: ანასტასია ჩხარტიშვილმა 19 წლამდე გოგონათა შორის ოქროს მედალი მოიპოვა, 14 წლამდე ვაჟთა შორის ბრინჯაოს მედლის მფლობელი ანდრია ჩხარტიშვილი გახდა, ხოლო 12 წლამდე გოგონათა შორის ბრინჯაოს მედალი ელენე ქობალიამ მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სამივე ახალგაზრდა ჩოგბურთელი მაგიდის ჩოგბურთის კლუბის ,,ცხუმის“ წევრია.
საერთაშორისოახალგაზრდული თასი „Riga City council’s cup“ ლატვიის დედაქალაქ რიგაში 23-26 ოქტომბერს გაიმართა, რომელშიც 9 ქვეყანის (ინგლისი, ნორვეგია, შვედეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) 150-მდე ახალგაზრდა ტალანტი ჩოგბურთელი მონაწილეობდა.
ტურნირზე საქართველოს სახელით 13-მა ახალგაზრდა ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 6 მაგიდის ჩოგბურთის კლუბის ,,ცხუმის“ წევრია.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელები საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციისა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
 
                         
                             
                             
                             
                             
                             
                             
                            


