ბექა ღვაჩლიანი შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ჩვენი თვალით აღქმული სამყარო" დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი, მოადგილე სალომე კაპანაძესთან ერთად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას "ჩვენი თვალით აღქმული სამყარო“ დაესწრო.

ღონისძიება აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერით და „მშობელთა ხიდის“ ინიციატივით, ვალერი არქანიას სახელობის არტგალერეაში გაიმართა.

ღონისძიებაზე აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროების მქონე 30-მდე ახალგაზრდის მიერ შექმნილი 100-ზე მეტი ხელნაკეთი საშობაო ფერადი დეკორაციული სუვენირის და ნახატების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

გამოფენას  აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია და სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი თურმანიძე ესწრებოდნენ.

შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საღამოს მუსიკალურად  ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრი აფორმებდა.