აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
 
შემაჯამებელ ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, მრავალწლიანი და აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა.
 
ღონისძიებაზე წლის განმავლობაში განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები შეაჯამეს, რომლებშიც საქართველოს ყველა რეგიონი მონაწილეობდა.