ბექა ღვაჩლიანი "City Game 2025" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ბექა ღვაჩლიანი თბილისში გამართულ "City Game 2025" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
 
ღონისძიებაზე აფხაზეთის განათლების და კულტურის მინისტრმა, ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და გამარჯვებული გუნდები სერტიფიკატებით და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.
 
პროექტში 16-25 წლის აფხაზეთიდან დევნილი 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, რომლებიც თბილისის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციებზე, სპორტულ, შემეცნებით და გასართობ აქტივობებში მონაწილეობდნენ.
 
"City Game 2025“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მხარდაჭერითა და საქართველოს სკაუტების ორგანიზებით გაიმართა.