აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლის "ვერის უბნის მელოდიების" პრემიერას დაესწრო.
რეჟისორ ალექსანდრე ელოშვილის წარმოდგენა გოგი ცაბაძის, გიორგი შენგელაიას და მორის ფოცხიშვილის ყველაზე ცნობილი ქართული ფილმის "ვერის უბნის მელოდიების“ მიხედვით დაიდგა და გადმოცემულია ძველ თბილისში ცხოვრების ეპიზოდები, გაჯერებული იუმორით, მეგობრების სიყვარულითა და სიკეთით.
ღონისძიებას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე ემზარ კაკულია, მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის წევრები და აფხაზეთის კულტურის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორი ავთანდილ ძაგანია ესწრებოდნენ.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.









