წარმომადგენლობამ ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაუწია სოციალურად დაუცველი ოჯახების ოთხ წლამე ბავშვებს და პენსიონერ პედაგოგებს

ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლობამ 2025 წლის განმავლობაში სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 57000 სარეიტინგო ქულა) ოჯახებიდან ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის კვების პროდუქტების და ჰიგიენის საგნების შესყიდვის, ვაუჩერის წესით დასაფინანსებლად 43 ბენეფიციარ ოჯახს გადასცა 82 ვაუჩერი (ერთი ვაუჩერი ნომინალი  - 310 ლ.); ზემო აფხაზეთიდან დევნილ 19 უმუშევარ ან პენსიონერ პედაგოგს მიეცა ერთჯერადი (250 ლ.) ფულადი დახმარება.