2025-12-29 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანი წევრებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ინიციატივით აფხაზეთიდან დევნილი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოზარდებისა და მრავალშვილიანი ოჯახების არასრულწლოვანი წევრებისთვის საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებების ფარგლებში ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში. პროგრამა მოიცავდა როგორც შემოქმედებით, ასევე ინტერაქტიულ ელემენტებს.
ღონისძიებების დასასრულს მონაწილეებს საახალწლო საჩუქრები მინისტრის მოადგილეებმა, ელენე არდაზიშვილმა და ბორის გაბუნიამ პირადად გადასცეს.
აღნიშნული ინიციატივა პროგრამის ბენეფიციარებს შორის პოზიტიური ემოციების გაზიარებას და სოციალური ურთიერთობების გაძლიერებას ისახავდა მიზნად.






