2026-04-22 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე ელენე არდაზიშვილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამ
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამინისტროს პროექტებს და იმ მხარდამჭერ მექანიზმებს, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილ მსჯავრდებულებს პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
შეხვედრას აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს წარმომადგენლები მაია შამუგია და თამარ ზვიადაურიც ესწრებოდნენ.
აფხაზეთიდან დევნილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია - რესოციალიზაცია სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მიმართულებით უწყება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს.




