აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრს ახალი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გური ბაქრაძე დაინიშნა.
ახლად დანიშნული პირველი მოადგილე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ სამინისტროს თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა.
გური ბაქრაძეს განათლება მიღებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართულებით. მას საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. სხვადასხვა პერიოდში იგი ანალიტიკოსისა და პროექტების მენეჯერის პოზიციებს იკავებდა, ასევე ხელმძღვანელობდა არაერთ მნიშვნელოვან პროექტს.



