2026-06-10 |
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის, ალიონა ჩხოტუას ინტერპელაცია გაიმართა.
სხდომაზე მინისტრმა უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ წინასწარ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ალიონა ჩხოტუამ სამინისტროს მიერ 2025 წელს განხორციელებულ პროგრამებზე, სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობაზე, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო და სოციალური პროექტების განხორციელებაზე.
მინისტრმა და უმაღლესი საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ უწყება აფხაზეთის საკითხების შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს.






