აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდებისთვის ყვარელში გამართული ახალგაზრდული თემატური ბანაკი წარმატებით დასრულდა

ბანაკის დასკვნით დღეს მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ანა ბუხრაშვილი შეხვდნენ.
 
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ახალგაზრდებმა საკუთარი მოსაზრებები, გამოცდილება და ინიციატივები გააზიარეს, ხოლო სტუმრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს და მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხეს.
 
ოთხდღიანი ბანაკი ახალგაზრდების გაძლიერების, არაფორმალური განათლების ხელშეწყობისა და მათი სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერის მიზნით განხორციელდა.